воскресенье, 13 апреля 2014 г.

მეცხრე დღე

კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა დაგვეხმარება პროექტების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.რამდენ აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი მოსწავლეები ამ პროცესში და რა დახმარებები გავუწიოთ.რა კრიტერიუმებითა და დამხმარე მასალებით ხდება შეფასებები.როგორ გამოვიყენოთ აქტიურად ისტ ტექნოლოგიები პროექტის განხორციელების დროს.ამ კურსის დახმარებით შევისწავლეთ როგორ განვუვითაროდ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები .   

суббота, 12 апреля 2014 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. როგორ მოვარგოთ პროექტი თითოეული მოსწავლის შესაძლებლობას.შევიმუშავეთ თვითშეფასების კრიტერიუმები. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში რათა დავეხმაროთ მოსწავლეს წარმატებების მიღწევაში.

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეებზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა ხერხს: შეფასება რუბრიკებით,ქულების მიმნიჭებელი და შეფასების ჩეკლისტი. შევარჩიე  ჩემი პროექტისთვის სასურველი, რომლის მიხედვითაც მოვახდენ შეფასებებს.

суббота, 5 апреля 2014 г.

მეექვსე დღე

გავეცანით როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.
 შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის დასასრულს.

воскресенье, 30 марта 2014 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ..
ინტერნეტის საშუალებით პროექტთან დაკავშირებით ბავშვები მოიძიებენ მასალებს,გააკეთებენ პრეზენტაციას  რაც ჩამოუყალიბებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ სწავლის პროცესში.

суббота, 29 марта 2014 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.რაც დაგვეხმარება აქტივობების სწორად დაგეგმვაში,პროექტის პრეზენტაციის გაკეთებაში.